“გამახსენდა, რომ ბოლოს ჩვენ შევხვდით 2012 წელს, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის სტუდიაში, გადაცემაში, სადაც თქვენ სტუმარი იყავი – მე მაშინაც რეგიონული მედიისთვის ვმუშაობდი. ჩვენ – მე და თქვენ მოგვივიდა სერიოზული კონფლიქტი. თქვენ მაშინ მიხეილ სააკაშვილის დავალებით გაგქონდათ მედიის საწინააღმდეგო აქტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – მე მგონი მე და თქვენ პოზიციები არ შეგვიცვლია. თქვენ მაშინ იყავით ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი და ბოლოს რაც გააკეთეთ 2012 წლამდე, მედიის საწინააღმდეგო აქტი გაიტანეთ რქებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს ფაქტია” – უთხრა “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა იმედის წამყვანს, მაგდა ანიკაშვილს.




