ნათია თურნავა – ვაფასებ IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ვაშინგტონში იმართება, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და World Bank-ის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, მქონდა სასიამოვნო შესაძლებლობა შევხვედროდი კრისტალინა გეორგიევას და პირადად მიმელოცა მისთვის სსფ-ის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტად ნაყოფიერი შეხვედრები გვაქვს ვაშინგტონში. ვაფასებ სავალუტო ფონდის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ