ნათია თურნავას განცხადებით, 2026 წელს საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით დანერგილი მნიშვნელოვანი პროექტები იქნება ხელმისაწვდომი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, 2026 წელს საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით დანერგილი მნიშვნელოვანი პროექტები იქნება ხელმისაწვდომი.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე აქტივობებსა და გეგმებზე სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
„რეგულაციებით ნაკარნახევი ინოვაციების გარდა, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომელიც 2026 წელს იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი შეფასებით, ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
“მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადებული ფინტექ სტრატეგიის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე ფინტექ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება