ნათელაშვილი: თუ 5% ვერ ავიღეთ, აზრი არ აქვს ჩვენს არსებობას, კაი 20%-საც გადავლახავთ

ეხლა ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტია, 5%-იანი ბარიერის გადალახვა თუ არ შეუძლია ქვეყანაში, სხვა პარტიების, სამარაცხვინო პარტიების დახმარების გარეშე, მაშინ ჩვენს არსებობას აზრი არ აქვს არც პარლამენტში, არც პარლამენტის გარეთ,
თქვენ ხომ იცით, 5%-ს კი არა, კაი 20%-საც გადავლახავთ და გადაგვილახია კიდევაც, როცა არ იყო მთლად გახრწნილი ეს საარჩევნო პროცესები, 24%-საც კი გვიწერდნენ, ხომ გახსოვთ 2003-ში.
ამიტომ წინასაარჩევნო გაერთიანება ჯერ ეს ერთი კონსტრუქციით აკრძალულია, აიკრძალა ბლოკების შექმნა, და მეორე, ჩვენ ვაკეთებთ ძალიან შეღავათს, ძალიან დიდ დათმობას, როდესაც ვაცხადებთ კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობაზე სურვილს, ვაცხადებთ, რომ ქოცის გარდა, ყველასთან შევქმნით კოალიციურ მთავრობას, მეტი რა ვქნათ.