,,ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ მესამედ განხორციელდა თავდასხმა, უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერდა. ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა” – პიტერ სიიარტო

,,ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ მესამედ განხორციელდა თავდასხმა, უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერდა. ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა” – პიტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება ხორციელდება, კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუწყდა.
„რუსეთ-ბელარუსის საზღვართან ახლოს, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა – მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერდა. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა. ეს წარმატებული ვერ იქნება!“, – აცხადებს სიიარტო.
მისი მტკიცებით, უნგრეთი მტკიცედ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
„გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, ამავდროულად, მტკიცედ დავიცავთ უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს“, – აცხადებს პიტერ სიიარტო.