ნავალნი 27-ედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 27-ედ, ამჯერად 7 დღით მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.
მიმდინარე დღეების ჩათვლით, ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლატორში 300 დღე ექნება გატარებული.
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია “Полярный волк-ში” (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ს ჩრდილოეთში.

სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ