ნავალნი: პუტინის მომხრე მომღერლის მოსმენას მაიძულებენ

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, აცხადებს, რომ ციხეში, ყოველ დილით, 5:00 საათზე, ვლადიმირ პუტინის მომხრე პოპ-მომღერლის მოსმენას აიძულებენ.
47 წლის ნავალნი, რომელიც ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის, ს ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული და მათ კორუფციულ საქმიანობაზე გამოძიებებს აწარმოებდა, ახლა სასჯელს არქტიკული რეგიონში მდებარე, “სპეციალური რეჟიმის” დაწესებულებაში იხდის.
თუ მისჯილ ვადას ბოლომდე მოიხდის, ის 74 წლის იქნება, როცა ციხეს დატოვებს. ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები შეთხზულია და მიზნად პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას ისახავს.
მისი თქმით, ახლა მისი დილის რეჟიმი, ჯერ რუსეთის ჰიმნის მოსმენით, შემდეგ კი „შამანის“ სახელით ცნობილი, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი მომღერლის პატრიოტული სიმღერის, – „მე რუსი ვარ“ მოსმენით გრძელდება.
„შამანის“, იაროსლავ დრონოვის ეს სიმღერა, რუსეთის სახელმწიფო მაუწყებლების ეთერში ხშირად გადის. ის ერთ-ერთია რუს ცნობილ ადამიანთა შორის, რომელიც ოფიციალურად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მისი მოკავშირეებისთვის, X-ზე გაგზავნილ გზავნილში, ნავალნი დილის რუტინას ასე აღწერს, – „ყოველ დილით, 5:00 საათზე, გვესმის ბრძანება „ადექით!“, რასაც მოჰყვება რუსეთის ეროვნული ჰიმნი, შემდეგ კი სრულდება ქვეყნის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა, – „შამანის“ „მე რუსი ვარ“.“
ნავალნი, 2021 წლის 17 იანვარს, რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს, მას შემდეგ რაც მან გერმანიაში მკურნალობის კურსი გაიარა 2020 წელს ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ. მოწამვლაში ნავალნი კრემლს ადანაშაულებს. კრემლი ბრალდებას უარყოფს.
გასული წლის აგვისტოში სასამართლომ ნავალნის თავისუფლების აღკვეთა 19 წლით გაუხანგრძლივა და ის მკაცრი “სპეციალური რეჟიმის” დაწესებულებაში გაგზავნა. გასულ თვეში ნავალნი რუსეთის არქტიკულ რეგიონში, ასეთ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნავალნის წინააღმდეგ საქმეები ფართოდ განიხილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ასევე დაგაინტერესებთ