ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, ს გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე ს 30 ქალაქში, სულ მცირე, 340 ადამიანი დააკავეს. მათგან ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და პეტერბურგშია.
“ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ. მეტიც, თუ ახლა არ გამოვალთ, მაშინ როდის? ახლა შეიძლება დაგვაკავონ და მერე გაგვათავისუფლონ, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება აღარ გაგვათავისუფლონ“.
“ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ალექსეიმ თქვა, რომ არ უნდა დავნებდეთ. და ჩვენ არ დავთმობთ. დაე იფიქრონ, რომ გაიმარჯვეს. ისტორია, სიმართლე და სიკეთე ჩვენს მხარეზეა, აუცილებლად გავიმარჯვებთ“. – ამბობენ აქციის მონაწილეები.
რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მეორე დღეა ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები