ნავალნის ქვრივი აცხადებს, რომ მისი ქმარი ახლახან გაცვლილ პატიმრებს შორის უნდა ყოფილიყო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ქვრივი იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი მეუღლეც უნდა ყოფილიყო იმ პატიმრებს შორის, რომლებიც მოსკოვსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში გასულ კვირაში გათავისუფლდნენ ს ციხეებიდან.
YouTube-ით 8 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნავალნაია ამბობს, რომ მან და ნავალნის მოკავშირეებმა პოლიტიკოსის დაღუპვიდან მალევე შეიტყვეს, რომ პატიმართა გაცვლა, რომელიც მის ქმარსაც მოიცავდა, შეთანხმების ბოლო სტადიაზე იყო. ნავალნი არქტიკის ციხეში თებერვალში გარდაიცვალა.
ნავალნაია ამბობს, რომ მისი ქმარი უნდა გაეცვალათ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც გერმანიაში იხდიდა სასჯელს. მაგრამ ნავალნის პოტენციური თავისუფლება “შემაშინებელი იყო [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინისთვის და მან ის ამიტომაც მოკლა”, – ამბობს ნავალნაია და დასძენს, რომ მაინც ბედნიერია იმის ხილვით, რომ ამდენი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდა.
“დიდი ხანია არ მიგრძნია ასეთი შვება და ბედნიერება, თუმცა, ამავე დროს, სიმწარესაც ვგრძნობდი” – ამბობს იულია ნავალნაია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა