ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ ამერიკა რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ს უეცარი გარდაცვალების ფონზე, ამერიკა გეგმავს რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 თებერვალს გააკეთა.
მოსალოდნელი სანქციების შესახებ საუბრობრისას, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, მ თქვა, რომ სანქციები ში ს ომსაც შეეხება.
სანქციების ეს პაკეტი „აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთს, იმის გამო რაც დაემართა ბატონ ნავალნის“ და რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში ომში,- ამბობს ჯონ კირბი.
კირბის თქმით, თეთრ სახლს სურს იხილოს ნავალნის საქმეში მეტი გამჭვირვალობა, თუ როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა პუტინის მთავარი კრიტიკოსი, რუსეთის კოლონიაში.
რუსეთის მიმართ უახლესი სანქციების სამიზნე სხვადასხვა სფერო იქნება, მათ შორის ქვეყნის თავდაცვისა და სამრეწველო ინდუსტრიები, ეკონომიკური შემოსავლის წყაროებთან ერთად, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
ვაშინგტონში არ სჯერათ კრემლის ვერსიის, რომლის მიხედვითაც ნავალნი გულის პრობლემებით გარდაიცვალა, როცა ის საკანში ბრუნდებოდა.
ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობაა.
„რა ამბავიც არ უნდა მოუყვეს კრემლმა მსოფლიოს ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნათელია, რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი მთავრობაა პასუხისმგებელი ნავალნის გარდაცვალებაზე“, – თქვა კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას და განმარტა, რომ მოსკოვში ამერიკის საელჩო ცდილობს ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოს.

ასევე დაგაინტერესებთ