ნავალნის მოკავშირეთა თქმით, პენიტენციური სამსახური კვლავ არ ამხელს მის ადგილსამყოფელს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ადვოკატის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ მოსკოვიდან აღმოსავლეთით, 200-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ვლადიმირის სასამართლოს 15 დეკემბერს უთხრა, რომ ნავალნიმ რეგიონის ციხე დატოვა, თუმცა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არ გაუმხელია.
“ფედერალური პენიტენციური სამსახური არ ამბობს ის სად წაიყვანეს და სად იმყოფება ახლა” – წერს ადვოკატი ვიაჩესლავ გიმადი პლატფორმაზე X და დასძენს – “მის შესახებ 10 დღეა არაფერი ვიცით”.
“არ არის ცნობილი ის სად წაიყვანეს” – ამბობს ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმუში. მისი თქმით, ადვოკატებს შეატყობინეს, რომ ოპოზიციონერმა ვლადიმირის ციხე 11 დეკემბერს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?