ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან

ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ს სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან.
„პირდაპირი პარალელია ნავალნის პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.
პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მორიგი ტყუილი „ვივამედის“ პალატიდან – არაერთი ექსპერტიზიცის პასუხის მიუხედავად, მსჯავრდებული სააკაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ ისიც ნავალნის მსგავსად მოწამლეს. სააკაშვილი თავს ნავალნის ადარებს და ამბობს, რომ ორივე მათგანის წინააღმდეგ პუტინის რეჟიმი იბრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს

მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოსო