ნავალნის თანამებრძოლს ლიეტუვაში ჩაქუჩითა და ცრემლსადენი გაზით დაესხნენ თავს

ლეონიდ ვოლკოვს, ს მოკავშირეს, ლიეტუვაში ჩაქუჩითა და ცრემლსადენი გაზით დაესხნენ თავს. სააგენტო “როიტერთან” საუბრის დროს მან თქვა, რომ ისიც და ნავალნის სხვა მოკავშირეებიც შიშობენ, რომ საფრთხე ემუქრებათ.
ნავალნის ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ, რომ “მაღალი ინდივიდუალური რისკის ქვეშ” იყვნენ” – თქვა ვოლკოვმა სამშაბათს, თავის სახლთან მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერილი ინტერვიუს დროს.
“მათ იციან, რომ პუტინი ხალხს ხოცავს არა მარტო ს შიგნით, არამედ რუსეთის გარეთაც. ძალიან ბნელ დროში ვცხოვრობთ”, – ამბობდა ინტერვიუში რუსი ოპოზიციონერი.
ლიეტუვამ მოსკოვი უკვე დაადანაშაულა თავდასხმის ორგანიზებაში. ვოლკოვმა კი ბრალი პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დასდო.
“ნათელია, რომ ეს არის ტიპური, კრიმინალური “სალამი” პუტინისგან, რომელიც კრიმინალური პეტერბურგიდანაა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და არ დავნებდებით”, – დაწერა “ტელეგრამზე” ვოლკოვმა.
მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
“როიტერისთვის” მიცემული ინტერვიუს დროს რუსმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილმა მის მხარდამჭერებს ბიძგი მისცა, ისე იმოქმედონ, რომ ნავალნის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს.
“ალექსეის სიკვდილი ჩვენთვის დამანგრეველი დანაკარგი იყო და ის რჩება სისხლმდინარე ჭრილობად ჩვენს გულებს. მაგრამ, ასევე, რა თქმა უნდა, ამან დიდი ენერგიაც მოგვცა. ჩვენი მიზანი და მოვალეობაა, რომ ეს ენერგია აზრიან პოლიტიკურ ქმედებაში გადავიტანოთ, რაც პუტინს დაასუსტებს”, – უთხრა ჟურნალისტებს ვოლკოვმა.
ნავალნის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ის რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ციხეში მოკლეს. თუმცა, კრემლი ამტკიცებს, რომ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე ბუნებრივი მიზეზების გამო გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს