ნავალნის დედას უარი უთხრეს სარჩელზე მისი ვაჟისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ

კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის, ს დედას სასამართლომ უარი უთხრა სარჩელზე მისი ვაჟისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ნავალნის თანამებრძოლმა ივან ჟდანოვმა.
ქალაქ ლაბიტნანგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლუდმილა ნავალნაიას უფლებები არაფრით დაურღვევიათ ხარპის კოლონიის თანამშრომლებს, სადაც გარდაიცვალა ნავალნი. სასამართლოს თანახმად, მოსარჩელე მხოლოდ თავად ალექსეი ნავალნი შეიძლება ყოფილიყო.
„ალექსეიმ ბევრჯერ შეიტანა სარჩელი კოლონიაში სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო. მას სარჩელზე უარს ეუბნებოდნენ. ახლა ის მოკლეს, სარჩელზე მისი ოჯახის წევრებს ეუბნებიან უარს დამცინავი ფორმულირებებით“, – წერს ჟდანოვი.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, ს ჩრდილოეთში მდებარე სოფელ ხარპში. ნავალნის თანამებრძოლები ფიქრობენ, რომ ის მოკლეს და მის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ამტკიცებდა, რომ ნავალნი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით – ის უცებ ცუდად გახდა, სარეანიმაციო ღონისძიებებმა წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, ზუსტი დიაგნოზი უცნობია. ასევე უცნობია სარჩელის დეტალები, რომლებიც ნავალნის დედამ შეიტანა.
ადრე ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებმა სისხლის სამართლის აღძვრის თაობაზე განცხადება შეიტანეს გარდაცვლილის ცხედრის უპატივცემულობის ბრალდებით – იმასთან დაკავშირებით, რომ ნავალნის ცხედარს, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, დიდხანს არ აძლევდნენ დედამისს. საბოლოოდ ის მას გადასცეს და პოლიტიკოსი 1 მარტს დაკრძალეს მოსკოვში. განცხადების ბედის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.