ნავალნის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

ს ქალაქის, ვლადიმირის სასამართლომ კიდევ ერთხელ გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მიერ წარდგენილი საჩივრები, “მანამ, სანამ მისი ადგილსამყოფელი დაზუსტდება”.
ნავალნის მოკავშირეები 18 დეკემბერს იუწყებოდნენ, რომ მათი ლიდერისგან 13 დღის განმავლობაში არაფერი სმენიათ.
ეს ნავალნის გაქრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადაა მას მერე, რაც ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს – როცა რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობას გადიოდა ნერვული აგენტით ლამის ფატალური მოწამვლის შემდეგ. ნავალნი მის მოწამვლაში ბრალს სდებს ს უშიშროების სამსახურის აგენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით მოქმედებდნენ.
ნავალნის მომხრეებმა ინტერნეტ-კამპანია წამოიწყეს, ე.წ. “ჰეშტეგით” #WhereIsNavalny.
საპატიმროს მესვეურები ამბობენ, რომ ნავალნი აღარ იმყოფება ვლადიმირის რეგიონში, სადაც ის თავის 19-წლიან სასჯელს იხდიდა – თუმცა არ აკონკრეტებენ სად გადაიყვანეს ოპოზიციონერი.
12 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში ფედერალური პენიტენციური სამსახური (FSIN) მხოლოდ იმას იუწყება, რომ ნავალნი ვლადიმირის ოლქის გარეთ იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის