ნავალნაია: პუტინი არ არის რუსეთის ლეგიტიმური პრეზიდენტი

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის და პუტინის წამყვანი კრიტიკოსის ს ცოლი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ს ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის. ნავალნაია გეგმავს დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები არ შეხვდნენ მას და არ გამართონ მასთან მოლაპარაკებები.
„არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს.. ჩვენ მოვახდენთ იმის უზრუნველყოფას, რომ მსოფლიოში არავინ აღიარებს პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. არავინ დაჯდეს მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – ამბობს ნავალნაია.
ნავალნაიას ვიდეო მიმართვა, მისი მეუღლის ალექსეი ნავალნის “იუტუბ” გვერდზე გამოქვეყნდა. „ჩვენ დავუმტკიცეთ საკუთარ თავს და სხვებს, რომ პუტინი არ არის ჩვენი პრეზიდენტი“, – ამბობს ნავალნია მიმართვაში.
გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, ნავალნის მეუღლე მადლობას უხდის რუსეთის მოსახლეობის აქტიურ ნაწილს მხარდაჭერისთვის და პუტინის წინააღმდეგ არჩევნებში ხმის მიცემისთვის.
ნავალნაია საუბრობს იმ ათასობით რუსზე, რომლებმაც ძირითადად ქვეყნის გარეთ და რუსეთშიც 17 მარტს სხვადასხვა ფორმით გამოხატეს პროტესტი რუსეთში გამართული კენჭისყრის წინააღმდეგ და ხმა მისცეს პუტინის წინააღმდეგ. ეს სიკვდილამდე ალექსეი ნავალნის მოწოდება იყო.
„არავითარი დაშინება ან მუქარა არ მუშაობდა. თქვენ მათზე ძლიერი ხართ“,- ამბობს ალექსეი ნავალნის ცოლი ვიდეომიმართვაში.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ დრომდე, მისი სიკვდილის გარშემო ბევრი ფაქტი აქამდე უცნობია. მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე კრემლია პასუხისმგებელი, რასაც რუსეთის ხელისუფლება უარყოფს.
ნავალნაიამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პირობა დადო, რომ ის ქმრის მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, თავისუფალი და ბედნიერი რუსეთი. თუ ერთად ვიმოქმედებთ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ნუ დანებდებით“,- ამბობს ნავალნაია მიმართვაში.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთის ქვეყნები არადემოკრატიულად და არათავისუფლად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეს იყო „არჩევნები არჩევანის გარეშე“, სადაც პუტინის რეალურ ოპონენტებს მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
კრემლის მტკიცებით კენჭისყრა რუსეთში კანონის შესაბამისად გაიმართა და მასში ოფიციალური შედეგებით, ამომრჩევლის 87.3 პროცენტის მხარდაჭერით, ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა. პუტინი თანამდებობაზე სულ ცოტა მომდევნო 6 წლის განმავლობაში დარჩება.
პრეზიდენტ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ინდოეთმა, ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ბელარუსმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ.

ასევე დაგაინტერესებთ