ნაბიჯების ბონუს აქცია „სელფისგან“ – მიიღე 200MB ყოველდღე

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით მომხმარებელს ნაბიჯების ბონუს აქციას სთავაზობს.
„სელფის“ ინფორმაციით, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000 ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის დღეში ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტს საჩუქრად ერიცხება 200MB ინტერნეტი.
ინფორმაციის თანახმად, აქციით სარგებლობა შეუძლიათ iOS და ახლა უკვე Android სისტემის მომხმარებლებს.
„პირობები: MyCellfie აპლიკაციაში ჩართეთ წვდომა Google Fit – ზე (ანდროიდი) ან Apple Health – ზე (iOS), გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლად, დღეში ერთხელ მაინც შედით აპლიკაციაში, ნაბიჯები დაითვლება ერთი კალენდარული დღის განმავლობაში 00:00-დან 23:59 საათამდე, დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB, დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 – საათია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.