“მხოლოდ facebook-ზე პოსტვა აღარ შეიძლება” – სოფო ნიჟარაძე

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სოფო ნიჟარაძე მივიდა და მედიასთან განაცხადა:
“დიქტატურაა ჩვეულებრივი, რა შეიძლება, რომ ვთქვა. ეს არის პასუხი მანიფესტზე. ეს არის პასუხი, რომ თეატრი არ ეგუება ამ უსამართლობას, იმას, რომ ჩვენი მსახიობი დაჭერილია და ათეულობით ბევრი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. რა ვიცი, გაგვაჩუმებენ, ალბათ, ყველას. ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის, რომ გაგვაჩუმონ. ხვალ შეიძლება ტელევიზიაც დაკეტონ, რა ვიცი. მხოლოდ facebook-ზე პოსტვა აღარ შეიძლება, შეიძლება ეს იარაღიც აღარ გვქონდეს, ამიტომ ქუჩაში გამოსვლა არის საჭირო და კიდევ უფრო აქტიური წინააღმდეგობა”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: დასხდნენ, დათვალეს სად უჭირდათ, დათვალეს რომელ უნივერსიტეტში რამდენი პროფესორი იყო მათ წინააღმდეგ განწყობილი, დათვალეს ახალგაზრდებში საკუთარი პოპულარობა, გაზომეს სტუდენტების დამოუკიდებლობის ხარისხი…