მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ „ოცნება“ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზეა — კვლევა

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) გამოკითხულთა 86.3% — ევროკავშირში, 74.2% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა.
ამავდროულად და ამის მიუხედავად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მხარს უჭერს, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ნეიტრალიტეტი ჰქონდეს. ნეიტრალიტეტის პერსპექტივას ეწინააღმდეგება 38,4%.
ს შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ОДКБ] გაწევრიანებას 14%-მდე ემხრობა, 80% კი ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საგარეო კურსს, რესპონდენტთა უმრავლესობა (67%-მდე) -თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს.
გამოკითხულთა 67.1%-ისთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე გადავადების შესახებ.
გამოკითხულთა უმრავლესობა (55%-მდე) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ს/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება.
30.1%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7 პროცენტია დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება“ დგას დასავლეთთან (ევროპა, ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის