რუსული კანონით გამოწვეულ საფრთხეებზე და დასავლეთის დაფინანსებებზე, წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ ისაბრა და თქვა, რომ მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთის დაფინანსებული პროექტების ღირებულება 65 მილიონი ლარია.
“ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბორელმა განაცხადა,რომ აქტიურად განიხილება საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი. ეს არ გახლავთ კერძო სანქციები, ეს შეეხება ყველა მიმდინარე პროექტს და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ქართული ოცნება ჯიუტად დუმდა, თუ რა თანხები ოპერირებდა მთელი რიგი პროექტების განხოციელებისას და ყველა დაგებულ კილომეტრზე. ონკანში წყალი რომ მოდის ეს ხშირ შემთხვევაში მოდის დასავლეთის ფინანსების მხარდაჭერითა და მონაწილეობით. წალენჯიხა თითქოს მცირე რაიონია, მაგრამ წალენჯიხის სინამდვილეში მიმდინარე და გარდამავალ პროექტებში ეს შეადგენს არც მეტი არც ნაკლები 65 მილიონ ლარს. ამ ცხრილში წარმოდგენილია გარდამავალი პროექტები, ჭალეს, ობუჯის ეწერფერდისა და სხვა რომელიც ჩამოთვლილია, ეს გახლავთ 9 მილიონი ლარი. აქვეა წარდფენილი პროექტები 2024 წლისთვის, ახალი პროექტები-მუჟავა, ჯგალი, ლესალე, წალენჯიხა,ფოთის ქუჩა და ასე შემდეგ. აქვე არის ახალი განაცხადები, რაზეც ვმუშაობთ, ეს ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და რეგიონალური განვითარების ფონდის დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი და ასევე ათეულობით დონორი ორგანიზაცია. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ დასავლეთზე, დასავლეთი ზრუნავს ყოველი ჩვენთაგანის საყოფაცხოვრებო პირობების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და ეს სანქციები ემუქრება და დასავლეთისგან გამიჯვნა ემუქრება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეგობარი რას ნიშნავს, თანამონაწილეობა რას ნიშნავს და ეს ამ შემთხვევაში, წალენჯიხის სინამდვილეში მცირედით გახლავთ წარმოდგენილი.”