საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
🔴ვ.ზალუჟნი გადააყენეს დაკავებული თანამდებოდან (უკრაინის შეარაღებული ძალების მთავარსარდალი), სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს ასევე გენშტაბის ხელძღვანელი გენერალი ს.შაპტალაც…
ზალუჟნის ადგილზე დანიშნეს გენერალი ო.სირსკი ხარკოვის გარღვევის ერთ-ერთი ინიციატორი და უკრაინის არმიის რიგებში ყველაზე გამოცდილი სამხედრო მაღალჩინოსანი შეტევეთი ოპერაციების განხორციელებისას.
ომის მსვლელობისას უმაღლესი ჩინის სამხედრო პირების გადაყენება მიუთითებს არსებულ რთულ ვითარებაზე, თუმცა მხოლოდ ზალუჟნის დადანაშაულება უკრაინის არმიის ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებლობაში
(იმის ფონზე როცა მსგავსი მასშტაბის კონტრშეტევას ესაჭიროება საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა, უკრაინის არმიას კი არც საფრონტო და არც საარმიო ავიაციის საკმარისი რაოდენობა არ გააჩნდა) ბუნებრივია არ არის მართებული.
სწორედ კონტრშეტევის გეგმაზე მუშაობის დროს წარმოიქმნა აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მოკავშირეებასა (ამ შემთხვევაში ამერიკისა და ბრიტანეთის მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები) და ვ.ზალუჟნის შორის:
📌1) დასავლური სპეცსამსახურებიდან გასულ წელს ინფორმაციამ გაჟონა უკრაინის მოსალდნელი კონტრშეტევის შესახებ რომლის თანახმად კონტრშეტევა უნდა დაწყებულიყო/იგეგმებოდა აპრილის ბოლოსთვის, რამაც ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა უკრაინის არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანები და და რამდენჯერმე მოუწიათ კონტრშეტევის თარიღის გადაწევა, რაც ასავე განპირობებული იყო დასავლელი მოკავშირეების მიერ დროში გაჭიანურებული სამხედრო დახმარებების მიღებაც
(ბოლოს ივლისისათვის გადაწყდა), რამაც მნიშვნელოვანი დრო დააკარგვინა მაშინ უკრაინის არმიას…
📌2) კონტრშეტევის განხორციელების სტრატეგიის მუშაობისას დასავლელი პარტნიორები ურჩევდნენ ზალუჟნის მოეხდინა კონცენტრირება სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე დიდი სატანკო დამრტყმელი მუშტის სახით და ეცადათ რუსული პოზიციების გარღვევა ზაპოროჟიის ამ დონეცკის ფრონტზე, გამომდინარე იქედან რომ კონტრშეტევის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ამასთანავე უკრაინის არმია არ გააჩნდა საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა და რუსებმაც შესაბამისად მოახერხეს თავდაცვის ზღუდეების მთელი სისტემის გაკეთება, უკრაინის არმიის ერთ მიმართულებაზე დიდი რაოდენობით კონცენტრირება კოლოსალურ დანაკარგებს გამოიწვევდა, სწორედ ამიტომ ზალუჟნიმ აირჩია 3 მიმართულება რათა მოეხდიან რუსული საცეცხლე ძალების დაქსაქვა და მცირე ზომის ტაქტიკური ჯგუფებით შეტევების განხორციელება
(ბრძოლით დაზვერვა), რამაც გარკვეულწილად შედეგი გამოიღო დონეცკის ფრონტის ბახმუტის მიმართულებაზე(კლიშეევკა და ანდრეევკა გაანთავისუფლა უკრაინის არმიამ) და მიუხედავად დონეცკისა და ზაპოროჟიის ფრონტზე გარკვეული წინსვლისა ამან სამწუხაროდ ვერ მოახდინა გავლენა ომის მსვლელობაზე აღნინული დროისათვის…
ზალუჟნი უდავოდ არის თავდაცვითი ომის წარმოების ბრწყინვალე სტრატეგი, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს მან უდიდესი როლი შეიტანა უკრაინის დაცვაში, თუმცა შეტევით ომის წარმოებისათვის მას არ გააჩნია სათანადო გამოცდილება და სამწუხაროდ არც მხარდაჭერა არ ჰქონდა მოკავშირეებისაგან.
უკრაინის მოკავშირეების არასათანადო მზაობამ უკრაინის ომში გასამარჯვებლად შეიწირა არა მხოლოდ ზალუჟნის თანამდებობა არამედ ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის მარკ მილის კარიერაც…
ზალუჟნის გადაყენება ბუნებრივია უარყოფითად იმოქმედებს აუდიტორიაზე თუმცა ეს არ ცვლის უკრაინის არმიის მთავარ ამოცანას ომში საბოლოო გამარჯვებას…
ცნობისათვის რუსებმა რამდენჯერმე შეცვალეს ომის განმავლობაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურები,
2022 წელს გერასიმოვი სუროვიკინით შეცვალეს, ხოლო 2023 წელს გერასიმოვი ისევ დააბრუნეს აღნიშნულ თანამდებობაზე, რუსებმა ასევე ომის მსვლელობისას დვრონიკოვი დანიშნეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განმახორციელებელი ძალების მეთაურად შემდგომ გაანთავსიფლეს, ეს თანამდებობად მანადე არც კი არსებობდა…