“მხოლოდ დღეს” – PSP თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ არიგებს

PSP თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ არიგებს. როგორც სააფთიაქო ქსელის ფეისბუქ-გვერდზე წერია, 𝟏 მომხმარებელზე გაიცემა 𝟏 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 𝟑 ცალი პირბადე.
უფასოდ ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღება მხოლოდ დღეს იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, დღეს საპროტესტო აქცია 17:00 საათიდანაა ჩანიშნული. “რუსული კანონის” გასაპროტესტებლად რეგიონებიდანაც მოდიან.
წუხელ კი მთელი ღამე რუსთაველზე “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 63 აქტივისტი.

ასევე დაგაინტერესებთ