მხოლოდ გუნდების შეთანხმება დარჩა – ფოფანას “მილანში” გადასვლა უნდა

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, “მილანმა” “მონაკოს” 25 წლის ნახევარმცველ იუსუფ ფოფანასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ახლა პრობლემა გუნდების მხრიდან სატრანსფერო თანხის მოგვარებაა. ფრანგული მხარე 25 მილიონ ევროს ითხოვს, “როსონერი” კი 12-15 მილიონის გადახდასაა ყაბულს.
ფოფანას მოქმედი კონტრაქტი “მონაკოსთან” 2025 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში