მხითარიანი: ისტორია დავწერეთ, ორი თვის წინ ვიცოდით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით

გუშინ, სერია A-ს 33-ე ტურში “მილანთან” 2:1 გამარჯვების შემდეგ, “ინტერმა” ჩემპიონობა გაინაღდა, “ნერაძურიმ” სკუდეტო ისტორიაში მეოცედ მოიპოვა.
მატჩის შემდეგ “ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ეს დაუვყიწყარი მომენტია, ისტორია დავწერეთ. “მილანთან” მატჩამდე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. სიმართლე გითხრათ, ორი თვის წინ ვსაუბრობდით, თუ რამხელა ემოცია იქნებოდა “მილანურ დერბიში” ჩემპიონობის მოპოვება.
ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ახლა კი დროა ჩემპიონობა ფანებთან ერთად აღვნიშნოთ”, – განაცხადა მხითარიანმა.