მხითარიანი: ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია

“ინტერის” 36 წლის ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა თავის გეგმებზე ისაუბრა:
“კარიერის ყველაზე მაღალ დონეზე “ინტერში” დასრულება მსურს. დაველოდოთ სეზონის დასრულებას და შემდეგ დავინახავთ, დავტოვებ თუ არა გუნდს და მივაღწევთ თუ არა კონტრაქტის 2027 წლამდე გაგრძელებაზე შეთანხმებას. რატომაც არა. მით უმეტეს, ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული – თუ ასეთ დონეზე შევძლებ თამაშის გაგრძელებას.
მჯერა, ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია. ტიტულებზე ვოცნებობთ, ამიტომ წინ მივიწევთ და იმედი გვაქვს, რომ ამას გავაკეთებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში