“მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში” – ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში.

“დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში,” – წერს საელჩო X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია