„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მხარს ვუჭერ უმაგრესი ს ინიციატივას.
ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე მათ ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.
რა თქმა უნდა ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.
მე მგონი ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ.“