მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას – “უნისონი”

სადაზღვევო კომპანია “უნისონი” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “უნისონი” მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.
“საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი დადასტურებული ისტორიული არჩევანია!
ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ არის მიმართული.
“უნისონი” ევროპული ბიზნესასოციაციის – European Business Association Georgia (EBA) წევრი გახდა სწორედ უახლოესი მოვლენების ფონზე და შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის.
საქართველოს ადგილი არის და იქნება ევროპულ სივრცეში!” – კომპანიის სახელით განცხადებას “უნისონის” გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…