მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე – კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ჩავიდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ბერლინშია და უკრაინის აღდგენის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, “ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად”.
“ჩვენ ვმონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ს ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.
ქართველი ხალხი გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად”. – თქვა კობახიძემ.
ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია დღეს, 11 ივნისს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება.
“ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
ასევე, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო პირველად მასპინძლობს, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები”. – წერია კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურის მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
სთან ერთად საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.