მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიას მინისტრი

დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის ს შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი.
გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის.
„ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს, ეს ეხება ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი გზა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, — განაცხადა ანა ლურმანმა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის მინისტრები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ირანის, ს, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ, დღეს 14 ოქტომბერს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება