მხარი დაუჭირეთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომლითაც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღევანდელ, 13 დეკემბრის დღის წესრიგშია.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ:
„14 და 15 დეკემბერს მხარი დაუჭიროს კომისიის რეკომენდაციებს და მიიღოს გადაწყვეტილება სა და მოლდოვას რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმ დათქმით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.
[ევროპარლამენტი] მიესალმება დასავლეთ ბალკანეთის განვითარების ახალ გეგმას, რომელიც კომისიამ გამოაცხადა 2023 წლის გაფართოების პაკეტის პრეზენტაციისას; მოუწოდებს საბჭოს, ასევე, დაუყოვნებლად მიიღოს მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი შესრულდება შესაბამისი მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია თითოეულ კანდიდატ ქვეყანასთან, რათა სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“, – ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტი ასევე ხაზს უსვამს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში ჩართვის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, რეზოლუციის პროექტი კატეგორიულად გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს.
რეზოლუციის პროექტში ასე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურების პატივისცემის საფუძველზე, კერძოდ, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებით.
რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ გაწევრიანება ყოველთვის უნდა დარჩეს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიერ შესაბამისი რეფორმების მიღებას და განხორციელებას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის სფეროებში.