,,მხარე უნდა აირჩიოო, ან ქოცებს უნდა დაუჭირო მხარი ან ოპოზიციასო” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,გუშინ დიდი ხნის უნახავი ახლობელი შემხვდა…
ბოლო დროს შენ სტატუსებს ვკითხულობ და ეგრე არაფერი გამოვა, მხარე უნდა აირჩიოო, ან ქოცებს უნდა დაუჭირო მხარი ან ოპოზიციას, ან პროდასავლელი უნდა იყო, ან პრორუსი და ბევრი მოწონებები და გაზიარებები გექნებაო, წერა მაგრად გეხერხება და რასაც წერ სიმართლე კი არის, მაგრამ ხალხი ძირითადად ორადაა გაყოფილი და რასაც წერ არცერთ მხარეს არ სიამოვნებს და იმიტომ არ მოსწონთო…
ერთხელ ვიღაცამ პიკასო გააკრიტიკა და უთხრა: “როგორც ჩანს, თქვენ არ იცით ხატვა, თქვენ მხოლოდ ცდილობთ დახატოთ, ფერების შერევით ჩახლართული ხაზები.”
პიკასომ აიღო კალამი და იქვე მიწაზე ხორბლის მარცვალი დახატა.
ნახატი იმდენად რეალური იყო, რომ ერთ-ერთმა ქათამმა ხორბლის შეჭმა სცადა.
კრიტიკოსს გაუკვირდა და პიკასოს უთხრა:
„მაშინ რატომ ხატავ ამ უცნაურ ნახატებს, როდესაც ასეთი სრულყოფილი ნახატების შექმნა შეგიძლიათო?
პიკასომ უპასუხა:
” საქმე იმაშია რომ, მე ქათმებისთვის არ ვხატავო…”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე