მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო – თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ

მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო – თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ
როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, გერმანიის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების და სთვის გაცვლის შესახებ.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ გერმანული მხარე ამერიკელების სურვილს უსიტყვოდ დაემორჩილა და ხანგოშვილის მკვლელი გაათავისუფლა.
„როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. (შუაგულ ბერლინში დღისით მზისით გააგორა ფსბ-ს აგენტმა ხანგოშვილი და სამუდამო პატიმრობაში იყო).
თუ არ გინდოდა გათავისუფლება, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ. მაგრამ ამერიკელებს უნდოდათ, ისე თავისიანებს ვერ გაცვლიდნენ და დაიბრუნებდნენ, ამიტომაც გერმანელებს ეტყობა ერთი მაგრად შემოსცხეს და ისინიც უტყვად დაემორჩილნენ. ხომ გახსოვთ ცნობილი – „ასე ვიცის ჯაყომა“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის” ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა