„მძღოლებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, გამუდმებით შეუძლიათ გადააჭარბონ სიჩქარეს, სანამ ვინმეს სიცოცხლეს არ ხელყოფენ“ – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მოძრაობის ინტენსივობა იზრდება და იზრდება ავტოავარიის რისკებიც. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ავტომობილები იქონიონ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და აკონტროლონ სიჩქარე. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი პრობლემაა.
ჩვენ ხშირად მივმართავთ შსს-ს, რომ მან უფრო დეტალურად წარმოადგინოს სტატისტიკა, რომელიც არ არის სრულყოფილი. საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის. წლების განმავლობაში არასამთავრობი სექტორი ითხოვდა, რომ შექმნილიყო საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, შეიქმნა კიდეც, მაგრამ ის უნდა იყოს აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უნდა ჰქონდეს დაფინანსება და მას უნდა ჰქონდეს საგზაო უსაფრთხოების საკითხში ლიდერი პოზიცია“, – აღნიშნა მესხიშვილმა.
მომატებული ავტოსაგზაო შემხთევევბის შესახებ მან განმარტა, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
