მძიმე საყურებელი იყო, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს და აყურებინებდნენ მშობლების ისტერიკას
ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ის რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს, როგორ იქცეოდნენ და აყურებინებდნენ ბავშვებს საკუთარი მშობლების ისტერიკას, რაც ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ. აღარ შევეხები იმას, რომ ვინც იქ ყველაზე მეტად აქტიურობდა, ყველას აქვს საცხოვრისი და უკანონოდ ჰქონდათ შენობა დაკავებული, – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მერია და კახა კალაძე, კერძო დავასთან არაფერ შუაშია, ვინაიდან, შენობა კერძო ბალანსზეა და კერძო პირს უფლება აქვს, საკუთრება მოითხოვოს.
“ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ის რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს, როგორ იქცეოდნენ და აყურებინებდნენ ბავშვებს საკუთარი მშობლების ისტერიკას, რაც ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ. აღარ შევეხები იმას, რომ ვინც იქ ყველაზე მეტად აქტიურობდა, ყველას აქვს საცხოვრისი და უკანონოდ ჰქონდათ შენობა დაკავებული. რაც შეეხება მედია ვამპირების აგორებულ თემას კახა კალაძის მისამართით, რა შუაშია ან მერია ან მით უმეტეს კახა კალაძე კერძო დავასთან, ეს შენობა არ არის მერიის ბალანსზე, კერძოა და კერძო პირს უფლება აქვს თავის საკუთრებაზე. კახა კალაძეს რა ვალდებულებებიც აქვს, არა და უფრო მეტს აკეთებს, დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე და არა მარტო, მხოლოდ შექებას იმსახურებს. ასე რომ არც ამ თემას ექნება გაგრძელება, ტყუილად ნუ ირჯება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია და მასზე მომუშავე მედია. კახა კალაძე ღირსეული მერია და ამ არჩევნებსაც მოიგებს,” – წერს ნინო ფოჩხუა.
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ
