მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება – ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცაჩი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს პარასკევამდე არ გაათავისუფლებს.
„ჩვენი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და მუდმივად გრძელდება“, – აღნიშნა ჰანეგბიმ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მიაღწიეს შეთანხმებას ღაზაში დატყვევებული მძევლებიდან 50-ის გაცვლის თაობაზე ოთხდღიანი პაუზის საშუალებით.
შეთანხმება ითვალისწინებს, ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საშუალებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი