მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უმასპინძლეს

ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მოსწავლეები საქართველოს ენერგეტიკის საკვანძო ობიექტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ესტუმრნენ.
„მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს. გაეცნენ სადისპეტჩერო ცენტრის ფუნქციონირების პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე ციკლის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე ახორციელებს.
ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. მოსწავლეებს აცნობს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს, აწვდის ინფორმაციას დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით