მცხეთაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

მცხეთაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ.
მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართება კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს, ხოლო 6 საათიდან კი მსმენელის განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები იზრუნებენ. საღამო ჯგუფ “მგზავრების” კონცერტით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად