მშობიარობის შემდეგ, მწვავე პნევმონიით, ბათუმიდან თურქეთში გადაყვანილი ქალი დაიღუპა

TV25.GE-ის ინფორმაციით, მწვავე პნევმონიით, მშობიარობის შემდეგ, 39 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი მძიმე მდგომარეობაში, 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინადან” თურქეთში გადაიყვანეს.
როგორც გამოცემა წერს, ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია
გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
კლინიკის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კონსილიუმისა და ოჯახი შეთანხმების საფუძველზე, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ახალშობილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები