მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია

მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია
მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
პრემიერის თქმით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ვინმემ იფიქროს რაიმე ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში.
„მშვიდობის საკითხი არის თემა, რაზეც აქტიურად გვქონდა საუბარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, როგორც ხელისუფლების ლიდერებთან, ასევე, კომპანიების ხელმძღვანელებთან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს პოლიტიკას, რომელიც არის ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე ჩვენს ქვეყანაში. ისინი ძალიან აფასებენ იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ვინმემ იფიქროს რაიმე ეკონომიკურ აქტივობაზე ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობის შენარჩუნება და სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია“. – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა