მშვიდობის სამიტზე 80-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის “ტერიტორიულ მთლიანობას”

16 ივნისს, ოთხმოცი ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის “ტერიტორიული მთლიანობა” უნდა იყოს გახდეს საფუძველი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც მიმართულია რუსეთან ამ ქვეყნის ომის შეწყვეტისკენ.
შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში შეკრებილებმა შეხვედრის მეორე და ბოლო დღეს მიიღეს ერთობლივი კომუნიკე.
უკრაინის ინიციატივით მოწყობილ გლობალური მშვიდობის სამიტზე ს არყოფნამ შეასუსტა რაიმე გარღვევის იმედები, ისევე, როგორც ჩინეთის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო.
მონაწილე ქვეყნები – ინდოეთი, და არაბთა გაერთიანებული საემიროები მათ შორის იყვნენ, ვინც ხელი არ მოაწერეს საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ყურადღებას ამახვილეს ბირთვული უსაფრთხოების, საკვების უსაფრთხოებისა და პატიმრების გაცვლის საკითხებზე. მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალით მუქარისგან ან მისი გამოყენებისგან თავშეკავების ვალდებულება და სუვერენიტეტის პრინციპების, ასევე ყველა ქვეყნის, უკრაინის ჩათვლით, დამოუკიდებლობის და ტერიტორიულ მთლიანობის ერთგულება.
მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ ერთი ხედვა აქვთ შემდეგი საკითხების მიმართ:
1. ბირთვული ენერგიისა და ატომური დანადგარების ნებისმიერი გამოყენება უნდა იყოს უსაფრთხო, დაცული, საიმედოდ შენახული და არ უნდა ვნებდეს გარემოს. უკრაინის ატომური ელექტროსადგურები და დანადგარები, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უნდა მუშაობდეს უსაფრთხოდ და დაცულად უკრაინის სრული სუვერენული კონტროლის ქვეშ და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) პრინციპების თანახმად – მისი ზედამხედველობის ქვეშ. უკრაინის ომის კონტექსტში ბირთვული იარაღით ნებისმიერი მუქარა ან გამოყენება მიუღებელია, – აღნიშნეს სამშვიდობო სამიტის მონაწილეებმა. კომუნიკეს მეორე პუნქტი სურსათს და მის უსაფრთხო ტრანსპორტს ეხება: გლობალური სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია კვების პროდუქტების უწყვეტ წარმოებასა და მიწოდებაზე. ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი, სრული და უსაფრთხო კომერციული ტრანსპორტი, ისევე როგორც შავი და აზოვის ზღვების საზღვაო ნავსადგურებთან წვდომა. მიუღებელია ნავსადგურებსა და მარშრუტის გასწვრივ სავაჭრო გემებზე, ასევე სამოქალაქო პორტებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. სასურსათო უსაფრთხოება არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული იარაღად. უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა მიეწოდოს დაინტერესებულ მესამე ქვეყნებს.
კომუნიკეს მესამე პუნქტი სამხედრო ტყეებს ეხება: ყველა სამხედრო ტყვე უნდა გათავისუფლდეს სრული გაცვლის შედეგად. ყველა დეპორტირებული და უკანონოდ დევნილი უკრაინელი ბავშვი და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაბრუნდეს ში. „ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა და დიალოგი, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში მივიღოთ კონკრეტული ზომები ზემოთაღნიშნულ სფეროებში, ყველა მხარის წარმომადგენლების შემდგომი ჩართვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გაეროს წესდება, მათ შორის ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპები, შეიძლება იყოს და იქნება საფუძველი უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტმა, მ თქვა, რომ “დიალოგი შედგა”. ცხადია, რომ მას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სრულიად პრაქტიკული ნაბიჯები, მოელის ზელენსკი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დმიტრო კულებმა განაცხადა, რომ მშვიდობის სამიტზე მიღებული ერთობლივ საბოლოო განცხადება ღია იქნება მათთვის, ვისაც სურვილი ექნება შეუერთდეს. კულებამ განაცხადა, რომ ტექსტი გაწონასწორებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.
მშვიდობის სამიტში ასამდე ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზეა წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების – ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების – დონეზე.
შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, , რომელმაც შეხვედრის მუშაობის პირველ დღეს წარმოთქვა სიტყვა და გამართა შეხვედრები.