“მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებდა” – ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნობელის კომიტეტი გააკრიტიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნობელის კომიტეტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებდა.
„ნობელის კომიტეტი მშვიდობაზე საუბრობს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ახორციელებს. ფაქტები ამაზე მიუთითებს. პრეზიდენტი ტრამპი ამას იმსახურებს“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თეთრ სახლში გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ნობელის კომიტეტი პოლიტიკას მშვიდობაზე მაღლა აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა