მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო
ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ამბობს, რომ მშვიდობით, ინვესტიციებით და სუვერენიტეტით, ევროკავშირი საქართველოს მიღებაზე უარს აცხადებს და სვამს რიტორიკულ კითხვას, თუ რა უნდა უპასუხოს ხალხმა მათ.
„ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს.
არა რუსულ დაბალ ფასებს!!!
მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო…
და რა ვუპასუხოთ…?“- წერს შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა