სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოეწერება თუ არა ხელი წლის ბოლომდე? – ეს ერთი წლის წინ სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ჰკითხეს. თუმცა, დროსთან ერთად, უფრო იშვიათად სვამენ ამ კითხვას. უკანასკნელ კვირებში უცნაურია ისიც, რომ საკითხის განხილვა სერიოზულად მიმდინარეობდა. მხარეთა ხისტი განცხადებების ფონზე, გაქრა ოპტიმისტური კომენტარებიც, სადაც დადებითს ეძებდნენ საჯარო გამოსვლების სტრიქონებს შორის. კარგი ნიშანი იყო ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი რამდენიმე თვის წინ შეთანხმდნენ, მოხსნან დღის წესრიგიდან უთანხმოებები გლობალური კლიმატის კონფერენციის “COP-29-ის” ჩატარების წინ. ერევანი დათანხმდა მის ჩატარებას ბაქოში, ბაქო კი საპასუხოდ დათანხმდა სომხეთის აღიარებას ამ კონფერენციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. როგორც კეთილგანწყობის ჟესტი, მხარეებმა გაცვალეს პატიმრები, რომელთა უმეტესობაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა.
კლიმატის დათბობა
შემდგომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტიდან, ფაქტობრივად, ამოიღეს დავის საკითხი ზანგეზურის დერეფნის შესახებ, რამაც განაპირობა ბაქოს ინტერესის შემცირება ზოგადად ამ პროექტის მიმართ. თუ ადრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ წინააღმდეგობებს ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელად ახლდა ძალისმიერი გაგრძელების შესახებ წინაპირობა, ახლა ბაქოს მოტივი შეიცვალა: თუ ერევანი ჯიუტად არის განწყობილი, ჩვენ ამ პროექტს ირანის დახმარებით განვახორციელებთ მის ტერიტორიაზე. შესაძლოა არც ისე ეფექტური იყოს, მაგრამ სომხეთს კვლავ მოუწევს საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ კვლავ აღმოჩნდა რეგიონული პროექტების მიღმა. რადგან სომხეთი ათწლეულების მანძილზე უკვე შეეჩვია ასეთ ვითარებას, ერევანი არ მალავდა მზადყოფნას, შვებით ამოესუნთქა.
პერიოდულად, ოპტიმიზმის გარკვეული მიზეზების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრიდანაც ისმოდა. მისი დელიმიტაცია მიმდინარეობდა უფრო პრაგმატულად, კონკრეტულად და ნაკლებად იდეოლოგიურად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, ერევანში ოპოზიციურად განწყობილი სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ერევანი ამ კონსტრუქციულობისთვის დათმობებით იხდის, ხოლო ბაქო მშვიდობიანად იღებს იმას, რის მისაღწევადაც ძალის გამოყენებით იმუქრებოდა. ბაქო არ აპირებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც აზერბაიჯანის ჯარებმა 2022 წელს დაიკავეს. თუ პირველი ვარაუდის გადამოწმება შეუძლებელია, ვინაიდან მოლაპარაკებები ეხება ტერიტორიებს, სადაც არ არსებობს სახელმწიფოებრიობის მკაფიო კრიტერიუმები, მაშინ მეორესთან დაკავშირებით, ბაქო ადასტურებს ერევნის ეჭვებს. ან სულაც ცხადყოფს, რომ ეს ნამდვილად არ არის დღევანდელი საკითხი. და ერევანი ამას უნდა დაეთანხმოს. მაგრამ, ასეა თუ ისე, ამ დარეგულირების გზაზე ფატალური შეშფოთების საფუძველი ასევე არ არსებობდა.
ირანული ალტერნატივა
ახლა, რეტროსპექტივაში, სავსებით გამართლებული ჩანს ეჭვი, რომ მხარეებს თავიდანვე ან რეალურად არ სჯეროდათ, რომ მშვიდობას მიაღწევდნენ, ან მიიჩნიეს, რომ უფრო ძლიერი განსაზღვრავდა გზას. ის, რაც დღეს გადაულახავი ჩანს, ხვალ როგორღაც მოგვარდება და მოლაპარაკებები, მაინც უკეთესია ხოლმე წარიმართოს, ვიდრე არა. უფრო მეტიც, ძირითადი საკითხები, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაციისა და სასაზღვრო საკითხები, სხვა ფორმატებში წყდებოდა. და, ალბათ, სწორედ იქ მომწიფდა ეს წინააღმდეგობები, უპირველეს ყოვლისა, დერეფნის ირგვლივ, რამაც შეაფერხა მოვლენების მიმდინარეობა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მოუგვარებლად გამოიყურებოდა.
ირანული სატრანზიტო ვარიანტი, ალბათ, თავიდანვე, აზერბაიჯანის მიერ სულაც არ განიხილებოდა ზანგეზურის ალტერნატივად, მაქსიმუმ – მის დამატებად. თუმცა, თავად ტრანზიტი არ არის ბაქოსთვის ნომერ პირველი ამოცანა. რა თქმა უნდა, ნახიჩევანთან პირდაპირი კომუნიკაცია იყო დიდი პოლიტიკური ოცნება აზერბაიჯანის ხელისუფლების მრავალი თაობისთვის. ჰეიდარ ალიევის დროსაც კი, ზოგიერთი ანალიტიკოსი ნახიჩევანს შოტლანდიას ადარებდა – პოლიტიკური მნიშვნელობისა და შიდა თავისუფლების ხარისხით. ასე რომ, ვერტიკალური სახელმწიფოს მშენებლობის პირობებში, ბაქოსთვის ურიგო არ იქნებოდა ასეთი პირდაპირი სატრანსპორტო კავშირებით სარგებლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდგომ მარშრუტებზე თურქეთსა და ევროპაში. მაგრამ ბაქო აშკარად არ არის მზად ამ მიზნისთვის, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს შეიცავს. მისთვის უფრო საინტერესოა ყურება, როგორ მოაგვარებს ამით ბევრად დაინტერესებული მოსკოვი ამ პრობლემას. სტრატეგიულად, ეს იყო წამყვანი როლი კავშირგაბმულობის კვანძში, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების რეგულირების შემდეგ გაიხსნა ამ ტერიტორიებზე, რაც შესაძლოა, თავიდანვე იყო რუსეთის მთავარი მოტივი ყარაბაღის კონფლიქტში. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – და ტაქტიკურადაც, რადგან ლოჯისტიკა მის ყოველდღიურ შინაარსში დღეს ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხია მოსკოვისთვის.
დასავლეთის მიმართულებით ერევნის გაზრდილი აქტივობის შემდეგ, მოსკოვმა პაუზა აიღო. ზოგადად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები თანდათან უფრო და უფრო ორმხრივ ფორმატში გადაიზარდა, რასაც ბაქო დაჟინებით მოითხოვდა. თავიდან ერევანი იძულებული გახდა დათანხმებულიყო, მაგრამ ამ საქმეში ჩართვისას, გარკვეული უპირატესობებიც კი აღმოაჩინა. ბოლოს და ბოლოს, მისი მნიშვნელობა ბაქოსთვის, პირველ რიგში, იყო ერევნისადმი დასავლეთის მხარდაჭერის მინიმუმამდე შემცირება და მან ადვილად თქვა უარი მოსკოვის დახმარებაზე. ერევანი, პირიქით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტების შემდეგ, აშკარად კმაყოფილი იყო, რომ ბაქო მოსკოვთან ტანდემში აღარ მოქმედებდა.
დაბადების დღე, სევდიანი დღესასწაული
7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეს, დსთ-ს ქვეყნების ლიდერები მოსკოვში ჩავიდნენ მოსალოცად. ერთადერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც სადღესასწაულო დღის წესრიგიდან გამოირჩეოდა, სომხურ-აზერბაიჯანული იყო. მაგრამ მოსკოვის მცდელობა, დაჟინებით მოეთხოვა სამმხრივი შეხვედრის ჩატარება, ამაო იყო: ასეთი ფორმატის რისკის გაცნობიერების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა თავიდან აიცილა ის. რის შემდეგაც, რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, იმდენად ცოტა იყო სასაუბრო თემა, რომ სერგეი ლავროვმა, ლამის დემონსტრაციულად ტელეფონის თვალიერებისას, თავის სომეხ კოლეგასთან რუსეთისთვის ახალ მღელვარე თემაზე, კვადრობერებზე დაიწყო საუბარი.
მოსკოვის გააქტიურება სომხეთზე ზეწოლის საკითხში და აზერბაიჯანთან საერთო პოზიციების დემონსტრირება დროში დაემთხვა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე სომხურ-აზერბაიჯანული დისკუსიების ფაქტობრივ შეწყვეტას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იყოს, თუმცა, არც დამთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ. პირიქით, ისინი ერთი და იმავე პროცესის ორ ელემენტს წარმოადგენენ.
სამშვიდობო ხელშეკრულების დადების პაუზა არ უნდა აგვერიოს სამშვიდობო პროცესის სრულად შეწყვეტასთან. ეს, სავარაუდოდ, გაგრძელდება და ამას ადასტურებს კიდეც ბაქოსა და ერევნის განცხადებებიც. თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით, აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ შეიძლება შევადაროთ ერევნის წინადადებას, ხელი მოეწეროს თითქოს უკვე შეთანხმებული შეთანხმების 80 პროცენტს. ეს წინადადებები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების ინტერესი უბრალოდ არ არსებობს.
შესაძლოა იმიტომ, რომ ირგვლივ ძალიან ბევრია გაურკვეველი. უკრაინაში ომის გაურკვეველი პერსპექტივები. ახლო აღმოსავლეთში ომის გაურკვეველი პერსპექტივები. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. თუმცა, არსად არავის ეჩქარება, არც ერევანს და არც ბაქოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მოიცდის. ახალი პრეზიდენტი ნიშნავს ახალ ადმინისტრაციას, რომელიც იხელმძღვანელებს თავისი წესებით და ის გამოწვევები, რომლებიც ბაქომ დასავლეთის და განსაკუთრებით, ვაშინგტონის წინაშე დააყენა, ზედმეტად დემონსტრაციული იყო იმისთვის, რომ სტრატეგიული ყოფილიყო.
მეტიც, ისინი აშკარად თანხვედრაშია მოსკოვის ანტიდასავლურ განწყობებთან, ბაქო კი, აშკარად კმაყოფილია ამ რეზონანსით. რასთანაა დაკავშირებული მოსკოვს ახალი მცდელობა, იბრძოლოს ზანგეზურის დერეფანისთვის? შესაძლოა აქ რამდენიმე პასუხი იყოს. საკმაოდ მარტივია – სომხეთმა ამოწურა რუსეთისგან დისტანცირების რესურსი, შემდეგ აიღო პაუზა ურთიერთობებში, რაც ნიშნავს, რომ მოსკოვს უკვე შეუძლია დაუბრუნდეს სომხეთთან საუბარს, მით უმეტეს, რომ ერევანი ავლენს მოსკოვისთვის ასე საყვარელ მულტივექტორიზმის ნიშნებს და თანაც “BRICS-ისადმი” ინტერესსაც ავლენს.
მოსკოვური კალენდარი
ის, რაც დანარჩენი თამაშის სხვა მონაწილეებისთვის გაურკვევლობა და არაჩქარების საბაბია, მოსკოვისთვის, პირიქით – სტიმულია, მოვლენების ფორსირებისთვის. პირველ რიგში, მას არ აქვს დასაკარგი დრო. ის თამაშის ერთადერთი მონაწილეა, რომლისთვისაც დერეფანი დღევანდელი დღის საკითხია. მეორე რიგში, ის, რომ სწორედ ამ გაურკვეველ ვითარებაში აქვს საშუალება, აქტიურად აწარმოოს დამოუკიდებელი თამაში. მაგალითად, ავიღოთ ირანი. ის, რა თქმა უნდა, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ შეძლოს საკუთარი მოთხოვნები წაუყენოს მეზობლებს, მაგრამ რუსეთს გასათვალისწინებელი აქვს მისი პროტესტი ზანგეზურის დერეფნის მიმართ, ვინაიდან მას ირანთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება სჭირდება შეძლებისდაგვარად – როგორც უკრაინის, ასევე ღაზას საკითხში. მაგრამ ამ უკანასკნელის სცენარები კიდევ უფრო აშორებს ირანს სამხრეთ კავკასიიდან და, შესაძლოა, მოსკოვმა მიიჩნია, რომ ხელსაყრელი მომენტია იმ ინიციატივის ხელში ჩასაგდებად, რომელსაც ირანი აქტიურად ეწინააღმდეგება. შესაძლოა ეს თემა განიხილეს თურქეთში “3+3” ფორმატში და ამ თემის ევფემიზმად შესაძლოა ჩაითვალოს მესიჯიც, რომ ფორმატის მონაწილეებმა ეს პლატფორმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად შემოიღეს. უფრო მეტიც, ასეთი დიპლომატიის პირობებში მოსკოვმა ხელიდან არ გაუშვა ის შესაძლებლობა, რასაც მას პოლიტიკური დღის აძლევდა: შეხვედრა მოსკოვში, “3+3”,” BRICS-ის” სამიტი – თითქმის ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
მაგრამ მოსკოვში შეხვედრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა მოვლენების შედეგები, ნაკლებსავარაუდოა, რომ კრემლში ახალი ოპტიმიზმის მიზეზი გახდეს. ერევანი, მიუხედავად ყველაფრისა, აშკარად არ არის მზად საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად. დიდი ალბათობით, სომხეთი იპოვის პასუხების რაღაც სისტემას, რომელიც მას არაფრით დაავალდებულებს. მაგალითად, როგორიცაა ახალი კონსტიტუციის მიღების ან ცნობილი დამოუკიდებლობის დეკლარაციის განხილვის განზრახვა. ანდა 2020 წლის სამმხრივი განცხადების ინტერპრეტაცია შეთავაზოს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა არ უნდა განახორციელოს კონტროლი ზანგეზურის დერეფანზე, – მხოლოდ მონიტორინგი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარე კვლავ ახალი ესკალაციის მოლოდინში იქნება, თუნდაც იმ პირობებში რომ დღეს ამის საფუძველი არ არსებობს და ნაკლებსავარაუდოა, რომ აზერბაიჯანმა [თუკი მსოფლიოში რაღაც სრულიად უჩვეულო არ მოხდება] გადახედოს საკუთარ პოზიციებს გამართლებულ და გაუმართლებელ რისკებზე. მოლოდინები კი თავის მხრივ პოლიტიკურ ფაქტორად იქცევა. სწორედ აქედან გამომდინარე მოუწევს ყველას გადაწყვეტილებების მიღება.