“მშვიდობას დაგვპირდა და ომი გაგვიხსნა რუსთაველზე, ევროპას დაგვპირდა და მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა” – გახარია

“მშვიდობას დაგვპირდა და ომი გაგვიხსნა რუსთაველზე, ევროპას დაგვპირდა და მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა” – გახარია
ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია:
სისასტიკით უსწორდებიან ადამიანებს, ახალგაზრდებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებენ და დაკავებულებს სასტიკად სცემენ. ზოგი საავამდყოფოშია, ზოგი – “კაპეზეზე”. ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, მიღმაა ყველანარი ღირსების, კანონზე აღარ ვსაუბრობ… იმ ხალხს, ვისაც ოცნების რაღაც მხარდაჭერა შერჩა, მინდა მივმართო – გაიხსენეთ, 2012 წელს ეს ხალხი რა დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, ადამიანი იქნებოდა, ოცნების, თურმე, ზრუნვის ცენტრში, დღეს სამწუხაროდ ოცნებამ ნაცებს გაასწრო, ყველაფერში გაასწრო, უნდა გავითვალისწინოთ რომ 15 წელი გავიო და ის ფორმები, რითიც ოცნება დღეს ძალადობს მოქალაქეებზე, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ეს იმედგაცრუება კი არ არის, ეს ტრაგედიაა იმ ადამიანების, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი სამშვიდობოს გაგვიყვანდა. მშვიდობას დაგვპირდა და ომი გაგვიხსნა რუსთაველზე. ევროპას დაგვპირდა და მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ქართულ ოცნებასთან დიალოგის სივრცე კი არ დარჩა, ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი და ხვალინდელი დღისთვის, სივრცე არის იმ ადამიანებთან საუბრის, რომლებიც ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას ხმას აძლევენ, მათ უნდა ვესაუბროთ, თორემ, ამ პრემიერს, ქვეყანაში ამდენი დღეა ომია და დებატებში იწვევს ვიღაცეებს, არანორმალურს რაზე უნდა ელაპარაკო?; მე დღეს ვიყავი ჩვენი თანაგუნდელის სასამართლო პროცესზე, რამაზ ფერაძე, ყველანაირი მიზეზის გარეშე დააკავეს, მასზე იძალადეს და დღეს სასამართლო პროცესი კი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი. ეს კლოუნები… დღეს საქართველოში, თბილისში, ახალგაზრდებზე ძალადობენ ნიღბიანი ადამიანები, ნიღბიანი, რომელ საუკუნეში ვართ? ეს 90–იანებიც არ არის, ვერ გაიგებ ძალოვანია, კრიმინალურია, ქუჩის ბიჭია, ვინაა. ჯერ რა კაცობაა, ქალს რომ ცემ ნიღბიანი კაცი. მესმის, რომ ნიღაბი ჩამოაცვეს და დაუსჯელობის გარანტია მისცეს, მაგრამ ეს მუდმივად ხომ ვერ გაგრძელდება. შუამავალი ევროპაში, ამერიკაში და გლობალურ პარტიაში კი არ უნდა ეძებენო, შუამავლი უნდა ეძებონ ამ ხალხთან და ამ ხალხთან შუამავლი არ იმუშავეს. ამ ხალხს ვერ დაელაპარაკება, ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და დაელაპარაკოს ამ ხალხს,

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება – საქმე უნდა გადაიბაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება