“მშვიდად არ თამაშობს, მუდამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა” – რას წერს იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ნაპოლიმ” “ბრაგა” 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
იტალიური პრესა ს თამაშს გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:
“მშვიდად არ თამაშობს, მუდამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებს, რასაც შედეგი არ მოაქვს”, – Tuttomercatoweb-ი.
“ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ ძველებურ “კვარას”. მიუხედავად ამისა, მონდომებული იყო, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა” – Calcionapoli.
“იუვენტუსთან” დაშვებული გადამწყვეტი შეცდომის მიუხედავად, მატჩი მაინც შეუცვლელად ჩაატარა. საკუთარი თავი ჩემპიონთა ლიგის საღამოზეც ვერ წარმოაჩინა, აგრძელებდა დრიბლინგებს, რომლებიც არ გამოსდიოდა”, – Calciomercato.
“მუდამ ერთი
მოძრაობით მეტს აკეთებდა, კარგი თამაში არ ჰქონია. მის ფიზიკურ მდგომარეობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. უნდა ითქვას ისიც, რომ თამაში მუდამ ორმაგი მეურვეობის ქვეშ უწევდა”, – Eurosport-ი.