მღვდელი, რომელიც ნავალნის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა, ინსულტით საავადმყოფოში მოხვდა

სანკტ-პეტერბურგში, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო – მღვდელი, რომელიც სთვის, სამების მოედანზე, საეკლესიო პანაშვიდის გადახდის განზრახვის გამო პოლიციამ დააკავა.
ამბავი, შაბათს გვიან საღამოს გაავრცელა ქალაქის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ და ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ პოლიციის 43-ე განყოფილებაში, მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ОВД-Инфо“-ს ინფორმაციით, გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკოს წინააღმდეგ ოქმი შედგენილია აქციის მოწყობის მუხლით, რომელიც არ იყო შეთანხმებული. აპირებდნენ მის დატოვებას პოლიციაში სასამართლო პროცესამდე, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.
გამოცემა„მედუზას“ ცნობით, ნავალნის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, საბოლოოდ, სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა მღვდელმა ჩაატარა.
პარასკევს, 16 თებერვალს, იამალო-ნენეცის ოლქის ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა გამოაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. ნავალნის თანამოაზრეები მის სიკვდილს მკვლელობას უწოდებენ. ს ქალაქებში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ოპოზიციონერის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო.
პარასკევს და შაბათს რუსეთში ამ აქციების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა პეტერბურგშია. სასამართლომ აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები