მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსის გამოშვების ცერემონიის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ოპერაციების ბაზის პოლიგონზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს. მათ სხვადასხვა დისტანციიდან სნაიპერული შაშხანებით სროლები შეასრულეს.
ორკვირიანი კურსის ფარგლებში, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს და სნაიპერისათვის საჭირო უნარები განივითარეს. საერთაშორისო სნაიპერთა სკოლის საპილოტე კურსი მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციების დაინტერესებას. აღნიშნული კურსი ქართულ მხარეს ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა