მუხრანში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება და მოტივი შურისძიება გახდა.
ამასთან, როგორც ადგილობრივმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, გარდაცვლილი ორი მამაკაცია, სავარაუდო დამნაშავე კი, ფეხით გადაადგილდებოდა.
„ჩვენი სოფლელი ორი ბიჭია მოკლული, ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი. მანქანაში ჩაცხრილეს ორივე. მიზეზი არ ვიცი. რაც შევიტყვე ის არის, რომ ჩაცხრილა ისინი ვიღაცამ, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ზურა და გია იყვნენ ერთად. როგორც ვიცი, ზურას გვარი შეცვლილი აქვს, რადგან საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ და შეიძლება სხვა გვარი ჰქონდეს, ზურა დაოჯახებულია, 42 წლის იქნება. გია მგონი მასზე უფროსია. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. რატომ გაიმეტეს ისინი მოსაკლავად, არ ვიცი”, – აცხადებს ადგილობრივი.




