მუშახელის დეფიციტის გამო, ვაშლის დახარისხებაში იაპონელ ფერმერებს AI ეხმარება – Eastfruit

დაზიანებული ხილის დასალაგებლად და მუშახელის დეფიციტთან გასამკლავებლად, ვაშლის საბითუმო მოვაჭრე Goldnouen-მა, რომელიც აომორის პრეფექტურაში, ვაშლის მთავარი მწარმოებელია ჩრდილოეთ იაპონიაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ East fruit წერს.
კომპანიამ მთავრობის მხარდაჭერით ახალი დამხარისხებელი ქარხანა ააშენა. მას აქვს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ვაშლის დაზიანება და შეაფასოს მისი ზომა.
კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადრე ამ ამოცანას ყოველთვის გამოცდილი მუშები ასრულებდნენ. მაგრამ ფირმა გეგმავს, ხელით დახარისხების მონაცემების გამოყენებით, დააჩქაროს ხელოვნური ინტელექტის სისტემის დანერგვა წლევანდელი მოსავლის სეზონისთვის. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ პროცესის ავტომატიზაცია მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.
მათივე თქმით, ახალი აღჭურვილობა დაფასოებული ვაშლების რაოდენობას დაახლოებით 20%-ით გაზრდის.